მარნეულში 17 წლის გოგონა გაიტაცეს

მარნეულის რაიონის სოფელ თაზაქენდიდან სამმა ახალგაზრდამ 17 წლის გოგონა გაიტაცა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკვე მესამე დღეა ოჯახის წევრები 17 წლის გოგონას გამოჩენას ელოდებიან.
როგორც გატაცებულის მამა აცხადებს, მისი 17 წლის შვილი ძალის გამოყენებით ნოვრუზ ბაირამოვმა წაიყვანა, რომელსაც მას ამ დროისთვის პოლიცია ეძებს.
თავად ნოვრუზ ბაირამოვის ოჯახის წევრები არ მალავენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა მათმა ოჯახის წევრმა დაქორწინების მიზნით გაიტაცა. ისინი ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და 17 წლის გოგონას მოტაცებაში დანაშაულს ვერ ხედავენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები