ნანა კაკაბაძე: ელისაშვილმა კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები უნდა დაასახელოს

“ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, ალეკო ელისაშვილს მიმართავს.
კაკაბაძე მოითხოვს, რომ ელისაშვილმა კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები დაასახელოს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის და ეკა ბესელიას ბრალია, რომ პოლიტპატიმართა საქმეების გადახედვა არ მოხდა.
“ეკა ბესელიამაც მანანა კობახიძემაც იწვნიეს და უსუფაშვილსაც მოხვდა. ახლა იზრუნებენ და ამ საქმეებს მიხედავენ,”- განაცხადა კაკაბაძემ.
ნანა კაკაბაძემ ასევე განაცხადა, რომ პოლიტპატიმართა საქმეების გადახედვის მოთხოვნით პარლამენტს ის ხვალ მიმართავს და თუ საქმეების გადახედვა არ მოხდება საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები