რუსთავში შვიდი ავტომობილი გაქურდეს

რუსთავის მე-8 მიკრორაიონში 7 ავტომობილი გაქურდეს. ავტომობილებიდან წაღებულია აუდიომაგნიტოფონები და აკუმულატორები. ასევე დაუდგენელმა პირებმა მანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრიეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები