ლია ჯახველაძემ 100 წლის ნეონილა ჩერნიშოვას შობა-ახალი წელი მიულოცა
მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრებ 100 წლის ნეონილა ჩერნიშოვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლია ჯახველაძემ შობა-ახალი წელი მიულოცა.
საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი უხუცეს ქალბატონს ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ეწვია და საშობაო ნობათი გადასცა.
ლია ჯახველაძემ მასპინძელს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
ნეონილა ჩერნიშოვამ კი, თავის მხრივ, დეპუტატი მომავალ წელს 101 წლის იუბილეზე დაპატიჟა.