აშშ-ს ელჩი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში განუცხადა.
იან კელი ბრიტანეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო.
“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკური დავალებების შესრულებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის”, – აღნიშნა იან კელიმ.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა “კარგი მმართველობის ფონდის” პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლა. მას მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები