რაგბის კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატების გარეშე დარჩა
ირაკლი აბუსერიძე და გიორგი ნიჟარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებენ. აღნიშნული ინფორმაცია რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ”, – აღნიშნულია აბუსერიძის განცხადებაში.
“გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება”, – ნიჟარაძის განცხადებაში.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.