კახა კოჟორიძე: საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან რამდენიმე განცხადებაა შესული, რომელშიც უწყება გარკვეულ ინფორმაციას ითხოვს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების საკითხებში ქვეყნის პირველი პირის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას.

“საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოების გამართულად ფუნქციონირების გარანტი, თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როცა ამის საჭიროება არსებობდა და ამ თანამშრომლობას აგრძელებს დღესაც. მინდა გითხრათ, რომ პროკურატურიდან უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულია რამდენიმე განცხადება, სადაც უწყება ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას შეწყალების საკითხებთან მიმართებაში. ცხადია, ადმინისტრაციის მხრიდან ეს ინფორმაცია პროკურატურას შემჭიდროვებულ ვადებში მიეწოდება. ასე რომ, პროკურატურასთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი ყოველთვის თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მთავარ პროკურატურაში დღეს არ გამორიცხეს, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები