ზვიად კვაჭანტირაძე: ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ივანიშვილი კოალიციის სულის ჩამდგმელად და უპირობო ლიდერად რჩება და მისი მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები