ირაკლი შოთაძე ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Human Dynamics-ის მიერ განხორციელებული პროექტის – „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ირაკლი შოთაძემ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც პროკურატურაში ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში “ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და ნაყოფიერი პროექტია.
„ევროკავშირი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უშუალოდ პროკურატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, რომელიც საკუთარი პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენს უწყებას რეფორმირებაში, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
პროექტი – „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყებების წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოების ანგარიში წარადგინეს.
პრეზენტაციას, პროექტის ხელმძღვანელების გარდა, ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები