ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ სხდომა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მეორე მოსმენით პარლამენტში გატანა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები