კოკა კაციტაძე შეწყალების საქმეზე: დაიკითხება ყველა პირი, ვინც შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან

პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვა, უპასუხა, რომ ყველა პირი, რომელიც საქმესთან კავშირშია, დაიკითხება.
“დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან”, – აღნიშნა კაციტაძემ.
ე.წ. შეწყალების საქმეზე ამ დროისთვის 30-მდე პირია დაკითხული, მათ შორის შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები – ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები: მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები