საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკას შორის შეთანხმება ძალაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალაში შევიდა საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
შეთანხმების მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება. სტატისტიკის მონაცემებით, ბელორუსიის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. 2010-2014 წლების პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 303 850 200 აშშ დოლარი, აქედან საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 142 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ცნობისთვის, ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 50 ქვეყანასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები