სკანდალი: ზახარჩენკო ზღულაძეს აეროპორტის საზღვარზე 4 მილიონი დოლარის გადატანაში ადანაშაულებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე კიევის ბორისპოლის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის საზღვარზე 4 მილიონი ამერიკული დოლარის გადატანას ცდილობდა. ამის შესახებ უკრანული და რუსული მედია უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე – ვიტალი ზახარჩენკოზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა news24ua.com-ის ინფორმაციით, ამ ფაქტის შესახებ ზახარჩენკომ ფეისბუქში დაწერა.
„ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს. მას ჩემოდანი ჰქონდა, რომლითაც 4 მილიონი ამერიკული დოლარი გადაჰქონდა“, – წერს ზახარჩენკო.
მისი თქმით, მესაზღვრეების კითხვას ზღულაძემ უპასუხა, რომ „ეს მისი პირადი ნივთებია, ხოლო ფული პარიზში სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად სჭირდება“.
ზახარჩენკოს ინფორმაციით, ზღულაძემ ბორისპოლის აეროპორტში 4 საათი გაატარა, რა დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა. ამის შემდეგ ეკა ზღულაძეს საფრანგეთში გამგზავრების უფლება მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები