დავით ნარმანია: 2017 წელს თბილისი რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს თბილისი რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მისი თქმით, სპეციალურად ამ ღონისძიებებისათვის მუხიანის ტერიტორიაზე საკმაოდ მოცულობითი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. მისივე თქმით, 2016 წელს რამდენიმე სპორტული ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო მნიშვნელობის შეჯიბრებების გამართვაა დაგეგმილი, რომლის განხორციელებაში თბილისის მერიაც იქნება ჩართული.
“სპეციალურად ამ ღონისძიებებისათვის მუხიანის ტერიტორიაზე დავიწყეთ ერთი საკმაოდ მოცულობითი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება აღნიშნული ჩემპიონატისთვის და, მეორე მხრივ, იქ იქნება მოზარდებისათვის საწვრთნელი ბაზა და მოემსახურება მთლიანად ქალაქს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები