გიორგი ალიბეგაშვილი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოში ჩამოსული სპეციალური სტუმრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ინოვაციური დაფინანსების კუთხით ფილიპ დუსტე ბლაზი და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს პროგრამების 30-წლიანი მართვის გამოცდილების მქონე იანიკ გლემარეკი.
ფორუმის მუშაობა 18 დეკემბრამდე გასტანს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და სამუშაო სესია გაიმართება. თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნას საქართველოს საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.