„ევროვიზია 2016“-ზე საქართველოს ჯგუფი – YGL წარადგენს

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი YGL წარადგენს. 2000 წელს შექმნილი ჯგუფი 4 წევრისგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მათი მუსიკა ალტერნატიული როკის ჟანრს მიეკუთვნება. შემქნიდან 15 წლის შემდეგაც YGL მსმენელისთვის აქტუალური და საინეტერესოა.

სიმღერა, რომლითაც ჯგუფი „ევროვიზიის“ სცენაზე წარდგება, ჯერ არ არის ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სიმღერის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. თავდაპირველად შეირჩევა 5 სიმღერა, მეორე ეტაპზე კი საზოგადოება და ჟიური ერთად შეარჩევს სიმღერას, რომლითაც ჯგუფი ევროფესტივალზე საქართველოს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2016“-ს შვედეთი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები