ოთარ დანელია: რუსეთის ბაზარზე უკვე 14 000 ტონაზე მეტი ქართული მანდარინია გასული

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალიტებს განუმარტა, რომ თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება ქართული ციტრუსის რუსეთში ექსპორტს ხელს არ უშლის. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მანდარინზე მოთხოვნა გაზრდილია.

“ჩვენ მანდარინის ექსპორტს ვგეგმავდით და ამ გეგმას თანამიმდევრულად მივყვებით. შესაბამისად, გარეშე ფაქტორები ჩვენს გეგმებს არ ცვლის. მოთხოვნა, ბუნებრივია, გაზრდილია და ეს ბუნებრივი მოვლენაც არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში თურქული მანდარინი სხვადასხვა ქვეყნის გავლით შეიძლება გადიოდეს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები