საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

საქართველოში რუმინეთის საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
UNDP-ის ინფორმაციით, აღჭურვილობა ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვას და სამაშველო ოპერაციების ჩატარებას.
“სამაშველო ავტომანქანა “ტოიოტა ლენდკრუიზერი” განკუთვნილია სამაშველო ოპერაციებისთვის რთულად შეღწევად რეგიონებში, მაგალითად, მაღალ მთაში, ხოლო ჟანგბადის ბალონების სატუმბი კომპრესორი გამოიყენება სასწრაფო – სამედიცინო დახმარებისთვის საველე პირობებში”, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, რუმინეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დუმიტრუ ბადეა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორს, ზვიად ქაწაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ მღებრიშვილს შეხვდნენ.
ცნობისთვის, 2015 წლის ოქტომბერში, რუმინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ჩატარდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების სასწავლო ვიზიტი რუმინეთში. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლებს, გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებების მუშაობას და მოინახულეს გადაუდებელი დახმარების კლინიკები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები