დღეს თბილისი საახალწლოდ განათდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე თბილისი საახალწლოდ განათდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
ახალ 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.
ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა. წელს, 19 დეკემბერს, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები