ხელოვნების სასახლე საახალწლოდ ბავშვებს სიურპრიზს უმზადებს

25 დეკემბერს, 15 საათზე, ხელოვნების სასახლე საახალწლოდ საქართველოს პატარებსა და მოზარდებს დიდ სიურპრიზს უმზადებს. სასახლის ორ დიდ დარბაზში ქართული მულტიპლიკაციისა და ანიმაციის გმირები შეიკრიბებიან. ისინი პირველად ისტორიაში დატოვებენ მუზეუმის საცავებს და საფონდო სივრცეებს და თაროებიდან კედლებზე გადმოინაცვლებენ! წუნა და წრუწუნა, ლურჯი მელია, ბატი ტასიკო, გავარდნილები, სოფლის მაშენებლები, მეფე და ლომი, ერთი სიტყვით, ქართული მულტიპლიკაციის ყველა გმირი ერთად შეიკრიბება. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება ანიმაციისადმი მიძღვნილი ასეთი გრანდიოზული გამოფენა. ქართული მულტიპლიკაციის 170-ზე მეტი უნიკალური ესკიზი პირველად იფინება. ბავშვებს მუზეუმში, ფერად ესკიზებთან ერთად, სასახლის ნაძვის ხე და საგანმანათლებლო პროგრამაც ელოდებათ. ლექციის დროს ისინი ქართული ანიმაციის ისტორიას მოისმენენ, უყურებენ მულტიპლიკაციურ ფილმს, და ბოლოს, თავად შექმნიან საყვარელი ნახატი ფილმის გმირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები