გამოფენა-პერფორმანსი: „კლიმტის 50-ელფერი-ღალატი“ გაიმართება

17 დეკემბერს, 21 საათზე ხელოვანი თორნიკე ჯგერნაია მის მორიგ საიუველირო გამოფენა-პერფორმანსს წარმოადგენს. „კლიმტის 50-ელფერი-ღალატი“ ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც „სიანგანში“ გაიმართება.
პერფორმანსი, სხვა დანარჩენი წარმოდგენების მსგავსად, ამჯერადაც თეატრალიზებული იქნება, გამოფენაზე გაცოცხლდება კლიმტის შემოქმედება, შერწყმული ავტორის ხედვასთან.
კოლექცია შედგება ოცამდე სამკაულისგან ვერცხლში, მინანქარში და ფილიგრანში. თორნიკე ჯგერნაია, როგორც ყოველთვის, გამოეხმაურება სოციალურ თემას, ამ შემთხვევაში – ღალატს. ხელოვანის შემოქმედება მნახველმა ბოლოს მაისში სახელწოდებით: „ვექტორი – შემიყვარე, თუ გაბედავ“ იხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები