ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი: „ისტორიას დარჩება!” გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფონდი „ავტოგრაფი“ წარმოგიდგენთ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ კონცერტს – „ისტორიას დარჩება!“ კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები: ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-ი, The Window, The Mins-ი, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird-ი, ჯერონიმო, რობი კუხიანიძე, ქეთათო, გელა ჩარკვიანი.
კონცერტისთვის, პირველად ქართულ რეალობაში, სპეციალურად დამზადდა ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება (ჰოლოგრამა), რომლის მეშვეობითაც ერთ-ერთ ჰიტს თავად ირაკლი შეასრულებს. პროექტის მხარდამჭერები არიან: კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და საკრებულო.