ალეკო ელისაშვილი: პროკურატურამ ე.წ. შეწყალების საქმეზე ლაშა აბაშიძე დაჰკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ლაშა აბაშიძეც დაიკითხა – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
“მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ვიცე-მერი. ასევე დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც სამართალდამცველები ჩააყენა საქმის კურსში. გარდა ამისა – რამდენიმე მსჯავრდებული, მათი ახლობლები, ანუ ინტენსიური პროცესი მიდის”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეწყალების კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ ლაშა აბაშიძე იყო. ელისაშვილის მტკიცებით, მასზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას აბაშიძეც ფლობს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები