სააკაშვილი უკრაინის შს მინისტრთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ავაკოვის პოსტს ეხმაურება, სადაც
უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
“კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი რადას რეფორმებზე. ვიდეოჩაწერა სამი კამერით ხდებოდა და უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე. დადგა დრო, სუბიექტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს, პასუხი აგონ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის შს მინისტრის მტკიცებით, მან სააკაშვილს კამათისას სახეში წყალი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები