თემო მურვანიძე: დროა, ცილისწამებისთვის კანონი გამკაცრდეს

პოლიტიკოსი თემო მურვანიძე მიიჩნევს, რომ ამდენი უსაგნო ცილისწამება თანდათან მარაზმს ემსგავსება. მისივე თქმით, ძალიან მომრავლდნენ წესიერების არმქონე ადამიანები.
„თანდათან მარაზმს ემსგავსება ამდენი უსაგნო ცილისწამება. ეს დღევანდელი ქართული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ რეჟიმმა პრაქტიკულად გარყვნა ღირებულებები (რადგან თავად არ გააჩნდათ) და ცხოვრების წესად დაამკვიდრა პრინციპი – დასწამე და მერე, თავი იმართლოს, არამედ, იმიტომაც, რომ უბრალო წესიერების არმქონე ადამიანები ძალიან მომრავლდნენ,“ – წერს მურვანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში და იქვე დასძენს, რომ ეს ადამიანები „ყველაფერზე წავლენ, ყველას ყველაფერს დააბრალებენ, ოღონდ რამე სარგებელი ნახონ საკუთარი თავისათვის.“
მურვანიძის თქმითვე, ადამიანების დიდი უმრავლესობა ასეთ სიბინძურეს პირადად შეჯახებია. სწორედ ამიტომაც, პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, რომ ცილისწამების საბჭოური მეთოდი დასჯადი გახდეს. „ალბათ, დროა, ცილისწამებისა და უსაგნო ბრალდებებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდეს”, – აღნიშნავს თემო მურვანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები