სამეცნიერო ბიბლიოთეკაში იულონ გაგოშიძის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია მოეწყო
ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მიეს მიერ მომზადებული წიგნის – იულონ გაგოშიძის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაციას უმასპინძლა.
ბიბლიოთეკის სპეციალისტებმა ბიობიბლიოგრაფიაში, 1947-2015 წლებში პროფესორის მიერ მომზადებული სამეცნიერო შრომების, პოპულარული სტატიებისა და მისი რედაქციით გამოცემული სხვა მასალების შესახებ საძიებო მასალებს მოუყარეს თავი. ბიობიბლიოგრაფია ორენოვანი – ქართულ-ინგლისური. იგი ერთგვარი საძიებო საშუალება იქნება იგივე დამწყები არქეოლოგებისთვისაც, რადგან აქ ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც 80-წლიანი მუშაობის მანძილზე გამოჩენილ ქართველ არქეოლოგს დაუგროვდა. წიგნის პრეზენტაციას უკვე 80 წელს მიტანებული მეცნიერის კოლეგები და ახლობლებო დაესწრნენ. პრზენტაციაზე ასევე იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია.