ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ – ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, კერძოდ, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში სამართალდამრღვევი გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდა, ხოლო წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მოქალაქე გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ ნადირობდა. შედგა შესაბამისი ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები