იაშვილში ბავშვი მოათავსეს, რომელმაც ბურბუშელაში მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა

სურსათის ეროვნული სააგენტო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან შესულ შეტყობინებას სწავლობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათ მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა “მინსტერი” საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად შეჭამა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს. ამავე დროს, მოსახელობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს, დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 91 91 68, ან 91 91 67”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მშობლებს სიფრთხლისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები