ბაქო-თბილისი-ყარსის სატვირთო მატარებელმა წარმატებით გაიარა

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთზე სატვირთო მატარებელმა წარმატებით გაიარა.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და „აზერბაიჯანის რკინიგზის” საქართველოს ფილიალის ერთობლივი ორგანიზებით მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო მატარებლის საცდელი გავლა წარმატებით დამთავრდა.
“მარაბდა-კარწახის რკინიგზის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პროექტის წარმატებით დასრულებისკენ. უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და მას დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები