ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოც და უკრაინაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ

საქართველოც და უკრაინაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი მათი მხრიდან მიღწეულია.
“საქართველოც და უკრაინაც იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი მათი მხრიდან. იმედი მაქვს, ანგარიში პოზიტიური და ყველაზე ხელშესახები მიღწევა იქნება ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ იგივე განწყობით გავაგრძელებთ მუშაობას და, რა თქმა უნდა, ბევრი რამაა დამოკიდებული საქართველოზე და უკრაინაზე, როგორ ახორციელებენ ისინი რეფორმებს”, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმედს გამოთქვამენ, რომ ხვალინდელი მოხსენება პოზიტიური იქნება. ხვალ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიამ დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები