ირაკლი სესიაშვილი: თუ ელისაშვილის მიზანი იყო, სიკეთე გაეკეთებინა მას კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა

თუ ელისაშვილის მიზანი იყო, სიკეთე გაეკეთებინა და კორუფციული ფაქტი გამოეაშკარავებინა, მას კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა
თუკი ელისაშვილის მიზანი იყო, სიკეთე გაეკეთებინა და კორუფციული ფაქტი გამოეაშკარავებინა, მას ვინმეს კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი თანამდებობის პირის განცხადება შინაგან პასუხისმგებლობას უნდა ეფუძნებოდეს.
“ნებისმიერი თანამდებობის პირის განცხადება შინაგან პასუხისმგებლობას უნდა ეფუძნებოდეს. შეიძლება ბევრი რაღაც ვიცოდეთ, მაგრამ არსებობს უდანაშაულობის დაცვის პრინიპები, რომელიც უნდა დავიცვათ. თუკი ელისაშვილის მიზანი იყო, სიკეთე გაეკეთებინა და კორუფციული ფაქტი გამოეაშკარავებინა, მას ვინმეს კაბინეტში კი არ უნდა ეჭორავა, პროკურატურაში ოფიციალური განცხადება უნდა დაეწერა”, – აღნიშნა სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილი პატიმართა შეწყალების საქმეში მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შესაძლო კორუფციულ, ფინანსურ დაინტერესებას გამორიცხავს.
“გარკვეული თანამდებობის პირები გაუგებარ სიტუაციაში არიან მოხვედრილი. ის რა ინფორმაციაც ვრცელდება, ამას ჭორაობის სახე უფრო აქვს მიცემული, ვიდრე რაიმე რეალური ბრალდების. გამოძიებას დაველოდოთ და შემდეგ კითხვას გაეცეს პასუხი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შეწყალება ითხოვოს და თუკი თანამდებობის პირები შეწყალების პროცესში საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, ეს უნდა იყოს იმ კომისიის ინტერესში, რომ სიტუაციაში უკეთ გაერკვნენ და ამაში დანაშაული არაფერია. თუკი საქმე გვაქვს კორუფციასთან, გარიგებასთან და ფინანსურ ინტერესებთან, რასაც დასახელებულ პირებთან მიმართებაში კატეგორიულად გამორიცხავ, ვფიქრობ, რომ არასწორი კომუნუკიციის შედეგად, ვიღაცას რაღაც წარმოდგენა შეექმნა”, – მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები