პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000–ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება–გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა.
სიაში საქართველოში მდებარე 1600 დასახლებული პუნქტია შესული. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის 1–ელ აპრილამდე გაიზრდება.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე“, რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები