საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ჭოჭუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ჭოჭუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტრო მომხდარის გამო კიდევ ერთხელ ღმა მწუხარებას გამოთქვამს. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, კოლეგის, მეგობრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ჭოჭუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ გარდაცვლილისთვის პატივის მიგება შეგიძლიათ: პანაშვიდი: ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი 17.00 საათიდან მისამართი: ქ.თბილისი, მცხეთის ქუჩა 28 გამოსვენება: ხუთშაბათი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია 15.00 საათზე” ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები