ნინო მაჩაიძე და ნიკოლოზ რაჭველი საშობაო კონცერტს გამართავენ

16 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში მსოფლიოში აღიარებული სოპრანო ნინო მაჩაიძე და ნიკოლოზ რაჭველი საშობაო კონცერტს გამართავენ.
ნინო მაჩაიძე მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორია ნიკოლოზ რაჭველი.
“საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებს შესანიშნავი ტენორი ოთარ ჯორჯიკია, თბილისს ასევე ეწვივნენ ევროპული თეატრების ქართველი სოლისტები: გოჩა აბულაძე (ბარიტონი) და მიხეილ ქირია (ბარიტონი). შესრულდება არიები, დუეტები და სცენები ცნობილი ოპერებიდან: “ტრავიატა”, “სიყვარულის ნექტარი”, “რომეო და ჯულიეტა”, “ბოჰემა” და სხვა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
პირველ მასშტაბურ კონცერტს თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ხელოვანთა კავშირის konceptart -ისორგანიზებით გამართავს.
“მისი ხმა უმშვენიერეს ფერთა გამაა”, – ასე აფასებს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ნინო მაჩაიძის სიმღერას. ნინო მაჩაიძემ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მან მილანის ლა-სკალას აკადემიაში 400 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და სასწავლებლად ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა. 2007 წელს კი ქართველი სოპრანოს ბრწყინვალე დებიუტი ლა-სკალასა და რომის საოპერო თეატრების სცენებზე შედგა. მას მუსიკალურმა კრიტიკამ “ქართული სენსაცია” უწოდა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები