„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ ინტელექტუალური ტურნირი გაიმართა

„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ ინტელექტუალური ტურნირი, „EEU ინტელექტ ტურნირი“/„EEU smarts competition“ გაიმართა. პროექტის მიზანი ახალგაზრდების მოტივირება, განათლების პროპაგანდა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებაა.ტურნირში „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეები და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. „EEU ინტელექტ ტურნირი“ ორ ეტაპად ჩატარდა.
პირველი და მეორე ტური ჯამში 40 კითხვისგან შედგებოდა. ტურნირში 20-მდე გუნდი და 100-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, თითოეული გუნდი კი, 6 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს, ღონისძიების გენერალური სპონსორის „პალიტრა L”-ის 60 ლარის ღირებულების წიგნის ვაუჩერი გადაეცა,რომლის განაღდებასაც მფლობელი „ბიბლუსი გალერეაში“ მისთვის სასურველ ლიტერატურაში შეძლებს. მეორე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები კი, კინოთეატრების „რუსთაველი“, „ამირანი“კინოჩვენებების და „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაურებელთა თეატრის“ სპექტაკლების მოსაწვევებით დაჯილდოვდნენ.
„EEU ინტელექტ ტურნირი“ „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ტურნირში შედეგები ასე გადანაწილდა. 25 ქულით გუნდი „კალიმანტანი“ ლიდერობდა. მარიამ ბახტაძემ, გიორგი მხეიძემ, ლევან ბაღათურიამ, ნინი ჩახავამ, ნათია ლაბაძემ და ლაშა ჯალაღონიამ „პალიტრა L“-ისგან წიგნის ვაუჩერები მიიღეს. მეორე ადგილზე გუნდი „ფიფქია და 5 ჯუჯა“ 17 ქულით გავიდა, რომელთა შემადგენლობაშიც მიშა ქუმსიშვილი, ბექა ნათელაშვილი, ბექა დათუაშვილი, კოკი გახარია, სოფიკო გუგავა და საბა სანთაბულო იყვნენ, მესამე ადგილი კი, 16 ქულით „სპექტრის“ წევრებმა მაკა ნაგერვაძემ, თეონა ახვლედიანმა, ნათია რობაქიძემ, ირაკლი ციქურიშვილმა, ანა პავლიაშვილმა და მაკა ელაშვილმა დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები