მაია ბითაძემ გარემოსდაცვითი შეფასების ახალი რეგულაციები ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” პროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ევროკავშირის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს გარემოს შეფასების კომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებს გააცნო.
სამინისტრო ეტაპობრივად განაგრძობს ევროპასთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციისა და ევროკაშირის ნორმებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში” გაიმართა.
შეხვედრაზე ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” პროექტით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, როგორც დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტის, დამატებითი ღირებულებისა და სარგებლის შესახებ იმსჯელეს.
შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტით გათვალისწინებული დებულებები, მათი პრაქტიკაში სწორად განხორციელების მიზნით გააცნეს.
შეხვედრაზე კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები განიხილეს, რომლებიც საფუძველს ჩაუყრის სრულყოფილი სანებართვო სისტემის არსებობას საქართველოში კერძოდ – გაიზრდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი; დაინერგება პროცედურა, რომელიც ადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას; დაინერგება ეფექტიანი პროცედურები საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის; სწორი დაგეგმარების ხელშეწყობისათვის დაინერგება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა, რაც შეამცირებს ცალკეული პროექტებისთის ხელისშემშლელი გარემოებების წარმოქმნის რისკს; გარემოსდაცვით საკითხებზე ქვეყნებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაინერგება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურები.
შეხვედრას სექტორული სამინისტროების მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მიმდინარე პროგრამის ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში” ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები