“დავალება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეფასების ფარგლებში იყო მოცემული, პრაქტიკულად 100%-ით შესრულებულია”

ვიმედოვნებ, ქართველებს ევროპაში უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქიმსუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ტექნიკური დავალება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეფასების ფარგლებში იყო მოცემული, პრაქტიკულად 100%-ით შესრულებულია.
“გარკვეულ ნაწილებში, რეფორმებიდან გამომდინარე, ცოტა უფრო წინაც წავედით, რაც მისასალმებელი და კარგია. ჩვენ სულმოუთქმელად ველით 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიაში უნდა მოხდეს დასკვნის გამოქვეყნება. ვიმედოვნებ, ქართველებს ევროპაში უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები