ზოოპარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისის ზოოპარკში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარს შვიდი ეკიპაჟი ებრძოდა.
ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშიძის განცხადებით, ხანძარი ცხენების სადგომში გაჩნდა. მისივე თქმით, თავლადან ცხენების გამოყვანა დროულად მოხერხდა და არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები