რუსეთის ფინანსთა მინისტრი – ქვეყანას რთული დრო ელოდება

ნავთობზე დაბალი ფასები მომავალ წელსაც შენარჩუნდება, ასე რომ, რუსეთი რთული პერიოდისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ქალაქ ყაზანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ნავთობის ფასი მომავალ წელს შესაძლოა, 30 დოლარზე დაბლა დაეცეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელებას პროგნოზირებს, რაც, თავის მხრივ, ნავთობზე ფასების შემცირებას გამოიწვევს.
„ამჟამად არსებობს ნავთობის დიდი მარაგი. მომავალ წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გასვლა ირანის სახით, რომელიც დღე-ღამეში საშუალოდ 1 – 1,5 მილიონ ბარელს მოიპოვებს, დაბალი ფასების ტენდენციას შეინარჩუნებს“, – განაცხადა სილუანოვმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 38 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც 2008 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები