იანოშ ჰერმანი: საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერია

საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერი გახლავთ და წამყვანი აქტორია სახელმწიფო ადმინისტრირების, რეფორმის, სტრატეგიის განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ფინანსური დახმარების მიწოდებით.
“ჩვენ უზრუნველვყოფთ 43 მილიონი ევროს დახმარების მეორე ფაზის გაცემას, რაც ფოკუსირდება და აქცენტირდება იმაზე, რომ მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი ძალა და გავლენის უფლება მიეცეთ, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ როგორ გამოიყოფა ცენტრალური ფონდებიდან თანხები და როგორ გამოიყენება ისინი რეგიონებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად გამოკვეთილი ლიდერი გახლავთ და წამყვანი აქტორია სახელმწიფო ადმინისტრირების, რეფორმის, სტრატეგიის განხორციელებაში. დეცენტრალიზაციას და დელეგიტიმაციას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ თანამშრომლობას, რომელიც დამყარდა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ სფეროში და ეს გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციული რეფორმის ჩარჩოს პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა კვლავ გააგრძელებს ევროკავშირის დღის წესრიგში ყოფნას და ასევე იქნება ქართული მხარისთვისაც”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები