გიგლა აგულაშვილმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა.
სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა არყის ხისა და ნაძვის სახეობის 1000-მდე ნერგი დარგეს.
ნაძვის, არყის ხისა და ფიჭვის სახეობის 12 000-მდე ნერგი, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას საჩუქრად გადაეცა.
სამინისტროს ინიციატივით კი ნერგები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებს დაურიგდებათ. გამწვანების აქციებს სამინისტრო მომავალი წლის გაზაფხულზე განაახლებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში, ახლო მომავალში სასკოლო სანერგეც შეიქმნება. სკოლის მოსწავლეებს თავად ექნებათ საშუალება,  ნარგავების მოვლა-პატრონობაზე იზრუნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები