მუამარ კადაფის შვილი ლიბანში გაიტაცეს

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილი -განიბალი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა რამდენიმე საათში ის ქალაქ ბაალბეკში გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ლიბანურმა ტელეარხმა „ალ-ჯადიდმა“ განიბალ კადაფის მიმართვის ვიდეჩანაწერი გამაოქვეყნა, რომელშიც ის მოუწოდებს ყველას, ლიბიაში შიიტი სასულიერო პირის მუსა სადრის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. მუსა სადრი ლიბანის შიიტების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი იყო, 1978 წელს ის ლიბიას ეწვია და ორ სხვა სასულიერო პირთან ერთად გაუჩინარდა. ლიბიის მაშინდელი ლიდერი მუამარ კადაფი ამ ადამიანების დაკარგვასთან კავშირს უარყოფდა, თუმცა ბევრს ეჭვი ჰქონდა, რომ ეს სწორედ მან მოაწყო. 2011 წელს, მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, განიბალი და მისი და-ძმა – მოჰამედი და აიშა ალჟირში გაიქცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები