“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობამ თითქმის ყველა პუნქტი მთლიანად, ან ნაწილობრივ შეასრულა”

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობამ თითქმის ყველა პუნქტი მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სამინისტროს, არცერთი შენიშვნა არ ყოფილა, ყველაფერი 100 %-ით შესრულებულად ჩაითვალა, ეს შეეხება თავშესაფრის პოლიტიკას, ასევე საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
“მოლოდინი ძალიან პოზიტიურია. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ვიცით განწყობები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეორეც იმიტომ, რომ, მართლაც, გრანდიოზული მუშაობა იქნა გაწეული მთავრობის მიერ. პრაქტიკულად შესრულებულია თითქმის ყველა პუნქტი, მთლიანად ან ნაწილობრივ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს სამინისტროს, არცერთი შენიშვნა არ ყოფილა, ყველაფერი 100 %-ით შესრულებულად ჩაითვალა, ეს შეეხება თავშესაფრის პოლიტიკას, ასევე საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეიცვალა კანონმდებლობა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით. მაგალითად, გასაჩივრების ვადა იყო 10-დღიანი და 15 დღემდე გაიზარდა. შეიძლება ადამიანი გადმოვიდეს ყალბი დოკუმენტით და ითხოვდეს თავშესაფარს, რისთვისაც მას ეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, ახლა ამაზე სისხლის სამართლებივი პასუხისმგებლობა გაუქმდა, თუ, რა თქმა უნდა, დადასტურდა, რომ ადამიანი მართლა დევნას არის გამოქცეული”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები