ქაბულში, ესპანეთის საელჩოსთან მომხდარი ტერაქტის შედეგად, ესპანელი პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ესპანეთის საელჩოს სიახლოვეს მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი ესპანელი პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმამ განაცხადა. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკებმა“ ავღანეთის საელჩოს სიახლოვეს ავტომანქანა ააფეთქეს და სროლა ატეხეს, შემდეგ კი ერთ-ერთ სახლში მიიმალნენ. ორმხრივი სროლის დროს ორი ტერორისტი მოკლეს. ტელეარხ TOLOnews-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები