საუდის არაბეთში ქალები არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

საუდის არაბეთში დღეს ადგილობრივი არჩევნები ტარდება და პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალები მონაწილეობენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ასევე ქალებს კანდიდატებად დარეგისტრირების უფლება მისცეს. საერთო ჯამში, კანდიდატად 978 ქალი დარეგისტრირდა, თუმცა ეს რაოდენობა კაცებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება – კანდიდატად დარეგისტრირებული მამაკაცების რაოდენობა 5938-ს შეადგენს. თავისთავად არჩევნები საუდის არაბეთის სამეფოში იშვიათად ტარდება. დღევანდელი არჩევნები – მხოლოდ მესამეა სამეფოს ისტორიაში. 1965-2005 წლებში იქ არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა. თავისი კონსერვატიზმით ცნობილ ქვეყანაში ქალებს დღემდე ეკრძალებათ ავტომანქანის მართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები