ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ 1 წლის განმავლობაში 130-მდე პროექტი დააფინანსა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ 1 წლის განმავლობაში 130-მდე პროექტი დააფინანსა. პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი იყო დასაქმება, დახურული საწარმოების ამუშავება და რეგიონებში ეკონომიკის ამუშავება. 350 მილიონი ლარის ინვესტიციით 130 საწარმო დაფინანსდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების პრიორიტეტი, რეგიონში მცხოვრები ადამიანების, ადგილზე დასაქმებაა. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ყველა რეგიონის პოტენციალი, იქ არსებული რესურსები შეისწავლა, რის შედეგადაც გეგმა დაისახა, თუ როგორ უნდა განვითარდეს, ესა თუ ის რეგიონი.
„შეგახსენებთ, რომ ამ გაზაფხულზე მე დავიწყე პროგრამა – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“, რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული. რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ესაა მთავარი მიზანი, რის გამოც აქცენტი გავაკეთეთ ამ პროგრამაზე. შევისწავლეთ ყველა რეგიონის პოტენციალი, იქ არსებული რესურსები. ჩვენ გაქვს დეტალური სურათი და გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ესა თუ ის რეგიონი, რაიონი. რეგიონების გაძლიერებას ასევე უწყობს ხელს გასულ წელს დაწყებული პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, რომელიც წარმატებული პროექტია. სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში ჩვენ 130-მდე პროექტი დავაფინანსეთ, პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი იყო დასაქმება, დახურული საწარმოების ამუშავება და რეგიონებში ეკონომიკის ამუშავება. 350 მილიონი ლარის ინვესტიციით 130 საწარმო დაფინანსდა. დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 6 700 ადამიანი. ვფიქრობ, ასეთი პროგრამები წაახალისებს რეგიონებში წარმოების დაწყებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას. პრიორიტეტია ადგილზე ჩვენი რეგიონების მაცხოვრებლების დამაგრება, მათი დასაქმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები