ერაყმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა მოსთხოვა

ერაყმა გაეროს უშიშროების საბჭოს მისი ტერიტორიიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს უშიშროების საბჭოს, მოითხოვოს თურქეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები და ერაყის სუვერენიტეტი აღარ დაარღვიოს“, – განაცხადა ერაყის ელჩმა მოჰამედ ალი ალაკიმმა.
გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის სამანტა პაუერისადმი გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ თურქი სამხედროების მოქმედება ერაყის ტერიტორიაზე არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
ალაკიმმა განაცხადა, რომ ერაყი ცდილობდა ამ საკითხის მოგვარებას დიპლომატიური საშუალებებით და ორმხირივი მოლაპარაკებებით, მაგრამ, ელჩის თქმით, თურქეთმა ერაყის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალები არ გაიყვანა.
თურქი სამხედროები ერაყში 4 დეკემბერს შევიდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ეს შეიარაღებული ფორმირებები ქალაქ მოსულთან განთავსდებიან, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს დაკავებული. საუბარია 150 თურქ სამხედროზე და 25 ტანკზე. თურქები ერაყში ქურთი მოხალისეების მოსამზადებლად შევიდნენ, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები