ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს აბას თალები ფარის შეხვდა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უწყების პრიორიტეტებზე და პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები