საქართველოს რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველოს რამდენიმე რაიონს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 12 დეკემბერს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ლანჩხუთის რაიონს მთლიანად- 6647 აბონენტს.
14 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს და ჯვარის დასახლების 3900 აბონენტს.
15 და 16 დეკემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე – ზემო აჭარის სოფლების ზუნდაგას, ბზუბზუს და დოლოგანის 750 აბონენტს; 15 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე – ხაშურის რაიონის სოფლების: ბრეთის, მოხისის, აგარას, დირბის და მიმდებარე სოფლების 5984 აბონენტს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე – გორის რაიონის სოფელ ტანისხიდის 330 აბონენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები