ვაჟა ფანჩულიძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რიკოთის უღელტეხილზე გაემგზავრა. ვაჟა ფანჩულიძე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლსელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე შეზღუდვები გუშინ, 7 იანვარს დაწესდა. ამ ეტაპზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რიკოთის უღელტეხილზე გზა ინტენსიურად იწმინდება და იყრება მარილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები